ჩვენ შესახებ


წაღვერი — წყალი, რომელიც მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა, უნიკალურ გარემოში ბუნების წიაღიდან.  

წაღვერის წყალი არა მხოლოდ გასაგრილებელი არჩევანია_  ეს არის ელეგანტური და გამაჯანსაღებელი  კომპანიონი შენი ყოველდღიური რიტუალისთვის. ბუნებრივად გაზირებული წყალი, ჰარმონიულად გაჯერებული მინერალებით და განსაკუთრებულად ხალასი გემოთი გამოირჩევა.

 წყლის ხალასი გემო — ბორჯომის ხეობის უნიკალური გეოლოგიური და კლიმატური პირობების სინთეზის შედეგია.  წაღვერის წყალი მოიპოვება  მშვიდ, ღრმა წიწვოვანი ტყეებით დაფარულ ფერდობებზე, სადაც ჰაერი გამორჩეულად ჯანსაღია, ხოლო წყალი — განსაკუთრებულად გემრიელი.

კომპანია "წაღვერი" დაარსდა 1995 წელს. ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს წყლის ხარისხიან გადამუშავებას, კონტროლს და მისი  ბუნებრივი გემოსა და სასარგებლო  თვისებების შენარჩუნებას.

წაღვერი წარმოადგენს პრემიალურ არჩევანს, რომელსაც თავისი დაბალანსებული გემოვნური თვისებებით შეუძლია ბუნებასთან კავშირის აღდგენა.    

წაღვერი — ყოველდღიური არჩევანია, რომელიც ზრუნავს შენზე და განიჭებს სიმშვიდეს.