კურორტი წაღვერი
მინერალური წყლების გავრცელების მიხედვით, საქართველოში მრავალი კურორტი არსებობს, რომლთა გეორგრაფიული ზონალობა და კლიმატური პირობები განსხვავებულია. მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი ადგილი, რომელიც მიეკუთვნება საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ ზონას - წაღვერია.
წაღვერი ბორჯომ-ბაკურიანის ჯგუფის კურორტებს მიეკუთვნება, განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1020-1052 მ-ის სიმაღლეზე, მდინარე გუჯარეთის წყლის (გუჯარულას) ხეობაში. კურორტის ირგვლივ მდებარე მთების ფერდობები ძირითადად, წიწვოვანი ტყეებითა დაფარული.
წაღვერი გამოირჩევა თავისი კლიმატით, ჰავითა და მინერალური წყლებით, რომელიც მდიდარია რკინით, მაგნიუმის, კალციუმის და ნატრიუმის მინერალებით. ყველა ზემოთჩამოთვლილი მინერალი კი დადებითად მოქმედებს რიგი პათოლოგიების დროს. გამოიყნება კუჭ-ნაწლავის სისტემის რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკისთვის. წაღვერის ერთ-ერთ ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს მისი ტყეები, სწორედ ამ ტყეებშია წყლის ჭაბურღილებიც, რომელიც ბუნებრივად გაზირებული, თვითდინებით ამოედინება მიწიდან და მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხანას, სადაც უკვე მზადდება ნატურალური მინერალური წყალი „წაღვერი“.
გარდა უშუალოდ მინერალური წყლის დადებითი თვისებებისა, წაღვერის ტყეები გამოირჩევა ასევე განსაკუთრებით სუფთა, ჯანსაღი ჰაერით. სასუნთქი გზების გაჯანსაღბის მიზნით, წაღვერის სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდია მაის-ივნისის თვეები. ამ პერიოდში აყვავებას იწყებს ნაძვი, ფიჭვი და სწორედ მათი მტვერია ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებათა ერთ-ერთი წამყვანი სამკურნალო ფაქტორი.
წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლიცაა, მათ შორის ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის დამაკავშირებელი გზა, გუსტავ ეიფელის დაპროექტებული ხიდი და ტიმოთესუბნის მონასტერი. ყველა ეს ანთროპოლოგიური ნაგებობა ერწყმის ბუნებას და ქმნის იმ ლამაზ ხედებს, რითაც გამოირჩევა წაღვერის უნიკალური ლანდშაფტი — ადგილი, სადაც ისტორია, არქიტექტურა და ბუნება ერთ მთლიან, ჰარმონიულ სურათს ქმნის.
წაღვერი — ადგილი, სადაც ბუნება, ისტორია და ჯანმრთელობა ერთიანდება.


